სკრის კოშკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სკრის კოშკი - კოშკი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ სკრის ჩრდილოეთით, ვაკეზე. თარიღდება XVIII საუკუნით.

აღწერილობა

კოშკი ცილინდრულია (დიამ.10,6 მ, სიმ.8,2 მ, კედლის სისქე 2,4 მ), ორსართულიანი, ნაგებია რიყის ქვით. კარსა და სარკმლებზე გამოყენებულია თლილი ქვაც. ნაგებობას აკლია მხოლოდ ბანის კედლების ზედა ნაწილები. კოშკის შესასვლელი ჩრდილოეთით, მეორე სართულზე აქვს. პირველი სართული დამხმარე სათავსია. ამ სართულზე კედლებში დატანებულია სამეურნეო დანიშნულების ოთხი ღრმა ნიში და ორი მცირე, კვეთით მაღლა მიმართული სარკმელი.

მეორე სართული საბრძოლო დანიშნულებისაა. მისი კედლები დასერილია ღრმა ნიშებში გაჭრილი ცალმაგი და ორმაგი სათოფურებით. კარის მოპირდაპირე კედელში ჩაშენებულია ბუხარი. მეორე სართული კედელში დატანებული კიბით უკავშირდება პირველ სართულს და ბანს. კიბის უჯრედის გარე კედელშიც რამდენიმე სათოფურია გაჭრილი. ორივე სართული თითქმის კონუსური გუმბათოვანი კამარით არის გადახურული. კოშკის კარი, სარკმლები და სათოფურები ყველგან თაღოვანია. შენობის ბანი საბრძოლო დანიშნულებისაა - მის სქელ კედელში, მებრძოლთა ჩასადგომად, დატოვებულია 1,5 მ სიღრმის გარსშემოსავლელი.

ბიბლიოგრაფია

  1. ზაქარაია პ. სკრის ხეობის რამდენიმე ხუროთმოძღვრული ძეგლი //საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე.XX-B.-1959.-გვ.202-204. სოფელ სკრის ახლოს მდებარე XVIII საუკუნის ქართლ-კახეთის საფორტიფიკაციო ნაგებობის - ორსართულიანი ცილინდრული კოშკის აღწერილობა.
  2. ქართული ციხე-ქალაქები და ციხესიმაგრეები XVI-XVIII საუკუნეებში ცილინდრული კოშკები: ზემო სკრა //ზაქარაია პ. ქართულ ციხესიმაგრეთა ისტორია უძველესი დროიდან XVIII ს. ბოლომდე.-თბ.,2002.-გვ.470-471. გეგმით წრიული, ორსართულიანი, განიერი კოშკის მოკლე აღწერილობა. ტექსტს ახლავს ფოტომასალა (სურ.222; ტაბ.176)

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები