სმალტა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვაზა დამზადებული სმალტის მინისგან

სმალტა (შუაფრანგ. smalt < იტალ. smalto ემალი, ჭიქური < ტერმინი გერმანული წარმომავლობისაა)

1. კობალტის მინა; მუქი ლურჯი მინა, რომელიც მზადდება სილიციუმის ორჟანგის, პოტაშისა და კობალტის ნაერთისგან (ჩვეულებრივ კობალტის ჟანგი ან კობალტის კარბონატი). სმალტა სინათლემედეგია, გამძლეა მჟავებისა და ტუტეების მიმართ. იყენებენ მოზაიკაში, სამკაულების, საყოფაცხოვრებო და სხვა ნაკეთობების დასამზადებლად;

2. ასეთი მინის დაქუცმაცებით მიღებული პიგმენტი. გამოიყენება მინის წარმოებაში, მხატვრობაში, კერამიკაში, სხვადასხვა სახის მასალების ზედაპირის შესაღებად. სმალტა უძველესი ცნობილი პიგმენტია, რომელსაც იყენედნენ ძველ ეგვიპტეში; აღსანიშნავია, რომ შუასაკუნეების ვენეციური ლურჯი მინის წარმოება სმალტის გამოყენებით ხდებოდა;

3. სილიციუმმჟავისა და კობალტისგან მიღებული კაშკაშა ცისფერი საღებავი.


იხილე აგრეთვე

სმალტის ფილა

წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები