სმარიდების ოჯახი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სმარიდების ოჯახი – meanidea

ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
ოჯახი: სმარიდისებრნი
გვარი: სმარიდები


სხეული მოგრძო, გვერდებიდან შებრტყელებულია და კტენოიდური ქერცლითაა დაფარული. ზურგის ერთი გრძელი ფარფლი აქვს, რომლის წინა განყოფილება ქიცვიანი სხივებისაგან, ხოლო უკანა განყოფილება რბილი სხივებისაგან შედგება. ანალური ფარფლი ზურგის ფარფლის რბილ ნაწილზე ოდნავ მოკლეა და მასში – სამი ქიცვიანი სხივია. მუცლის ფარფლები განლაგებულია მკერდზე მკერდის ფარფლების ქვეშ ან ოდნავ მათ უკან. ზედა ყბა ძლიერ გამოწევადია. სხეულზე გასწვრივი ზოლები აქვს.

სმარიდები თბილ ზღეებში გვხვდებიან. ისინი გავრცელებულია ატლანტის ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში, ხმელთაშუა ზღვაში და ინდოეთის ოკეანეში. შავ ზღვაში ერთი გვარითა და ერთი სახეობითაა წარმოდგენილი.


წყარო

საქართველოს თევზების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები