სობეკნეფრუ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სობეკნეფრუ – (ან ნეფრუსობეკი, ეგვ. Śbk-nfirw, „სობეკი მშვენიერია“), დაახლ. ჩვ.წ.-მდე1787-1783 წწ., ეგვიპტის ქალი-ფარაონი, რომელიც მეფობდა XII დინასტიის დასასრულს. სავარაუდოდ, ტახტზე ავიდა თავისი ძმის, ამონემხატ IV-ის შემდეგ, რადგან არ იყო მამაკაცი მემკვიდრე. მისი მეფობის შესახებ პრაქტიკულად არაფერია ცნობილი, მაგრამ ის მეფობდა, როგორც ფარაონი ქალი, რადგან თავის თავს „ქალ-ხორს“ ეძახდა. ქანდაკებაზე, რომელიც ლუვრშია დაცული, მას ფარაონის ტანსაცმელი ქალის ტანსაცმელის ზემოთ აცვია.