სომატიზაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სომატიზაცია - პროცესი, როდესაც ხდება სომატური სიმპტომების აღმოცენება მათთვის ადეკვატური ორგანული მიზეზების გარეშე.

ზოგიერთ პაციენტს აღენიშნება სომატური სიმპტომები ფიზიკური პათოლოგიის გარეშე (DeGucht and Fischler, 2002). ასეთ შემთხვევაში სადავოა ის, თუ როგორ უნდა მოხდეს მათი ავადმყოფობის კატეგორიზაცია - როგორც სომატურის (ნაგულისხმევი, მაგრამ არაიდენტიფიცირებული სომატური პათოლოგიით), თუ როგორც ფსიქიატრიულის (ნაგულისხმევი ფსიქოპათოლოგიით). წარსულში, ასეთი ვითარების დროს სვამდნენ ფუნქციონალური ავადმყოფობის დიაგნოზს (ფუნქციონირება ანომალიურია, მაგრამ პათოლოგია არ აღინიშნება). დღეს ასეთ შემთხვევაში, ჩვეულებრივ, სვამენ ფსიქიატრიულ დიაგნოზს ანუ სომატოფორმული აშლილობის დიაგნოზს, რაც იმას გულისხმობს, რომ: (1) სომატური სიმპტომები ფსიქოპათოლოგიითაა გამოწვეული; (2) სახეზეა ჰიპოთეტური პროცესი - სომატიზაცია, რომლის მეშვეობითაც ფსიქოპათოლოგია იწვევს სხეულებრივ სიმპტომებს.

შესაბამისად, ასეთ პაციენტებს შეიძლება დაუსვან როგორც ზოგადი სამედიცინო დიაგნოზი (ფუნქციონალური დარღვევა), ისე ფსიქიატრიულიც (სომატოფორმული აშლილობა).



წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები