სორტული ნაგლინი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სორტული ნაგლინი − საგლინავი წარმოების ერთ-ერთი ძირითადი სახე; მთლიანკვეთიანი სხვადასხვა განივკვეთის ნაკეთობის (პროფილის) გლინვა. სორტული ნაგლინი იყოფა მარტივ (წრე, კვადრატი, ზოლურა, ექვსკუთხედი), ფასონურ (რელსი, კუთხედი, შველერი, ტესებრი, ორტესებრი) და სპეციალურ (სფერო, თვალი, არტახი და სხვ.) პროფილებად.