სოფელ აბრევის მიდამოები "საკორინთლო"

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გეგმა

სოფელ აბრევის მიდამოები "საკორინთლო", ეკლესია

გვიანი შუა საუკუნეები - სასაფლაოს ტერიტორიაზე მდებარე დარბაზული ეკლესია რიყის ქვითაა ნაგები. ის გეგმით სწორკუთხა მოხაზულობისაა. აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აბსიდით. აბსიდის ცენტრში გაჭრილია თაღოვანი სარკმელი, რომლის ძირში დგას ტრაპეზის ქვა. აბსიდის ჩრდილოეთ და სამხრეთ მხარეს თითო სწორკუთხა ნიშაა. კონქი სფერულია, სატრიუმფო თაღი აბსიდის მხრებს ეყრდნობა.ეკლესიის ცილინდრული კამარის საბრჯენი თაღი იმპოსტებს ეყრდნობა. სამხრეთის შესასვლელი არქიტრავულია. ეკლესიას სამხრეთიდან აქვს თანადროული მინაშენი, რომელსაც გადახურვა კამაროვანი ჰქონდა. ამჟამად კამარა მრავალ ადგილას ჩამონგრეულია. ჩრდილოეთ კედელზე გადასულია კედლის თაღი, რომელიც კუთხის პილასტრებს ებჯინება. საბურავი ჩამოცვენილია, კედლები ბევრ ადგილას გამონგრეულია, დაზიანებულია მინაშენიც.

ეკლესიის ნანგრევი

გვიანი შუა საუკუნეები - სოფლის სასაფლაოსთან მდებარე დარბაზული ეკლესია რიყისა და ფლეთილი ქვითაა ნაგები. ეკლესიის კედლებიდან შემორჩენილია მხოლოდ ფრაგმენტები. ყველაზე მაღალი დასავლეთის კედელია. აბსიდა თითქმის მიწის დონეზეა დასული. სამხრეთის შესასვლელის მხოლოდ მარცხენა წირთხლია. ჩრდილოეთ კედელში ერთი სწორკუთხა ნიშაა. ადგილობრივ მოსახლეობას ძველი ეკლესიის ადგილას ეკლესიისავე ქვებით ნიში აუგია. ძეგლის გარშემო მიმოფანტულია ქვები.


წყარო

შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები