სოფელ ანძისის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხედი სამხრეთ-დასავლეთიდან

სოფელ ანძისის ეკლესია - ადრე შუასაუკუნეები ეკლესია სოფლის ჩრდილო-დასავლეთით 1 კმ-ზე მდებარეობს. ძეგლი ნაგებია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვით დუღაბზე. ალაგ-ალაგ წყობა შევსებულია წვრილი ქვით. ფასადები შემდეგ შებათქაშებულ-შეთეთრებულია.

დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდით, რომლის ცენტრში გაჭრილია ვიწრო, თაღოვანი სარკმელი. სარკმლის ძირში და ჩრდილოეთ კედელთან ტრაპეზის ქვები დევს. სამხრეთით და ჩრდილოეთით ნიშებია, რომელთაგან სამხრეთის საკმაოდ ღრმაა. კონქი ნახევარსფერულია. სატრიუმფო თაღი კრონშტეინებს ეყრდნობა. საკურთხევლის წინ შემორჩენილია კანკელის ქვედა ქვები. ცილინდრული კამარა კედლის ჩართული ჩრდილოეთის, დასავლეთის და სამხრეთის კედლებს ერთსაფეხურიანი ხარისხი მიუყვება. ინტერიერი ნათდება აღმოსავლეთის და სამხრეთის, შიგნით სწორკუთხა გარეთ თაღოვანი სარკმლებით. ყველა კედელი შებათქაშებულ-შეთეთრებულია. არქიტრავული შესასვლელი სამხრეთიდანაა. არქიტრავული შესასვლელი სამხრეთიდანაა. ეკლესიის ფასადები სრულიად სადაა. კარნისი მარტივპროფილიანია. სახურავად გამოყენებულია შიფერი. სამხრეთით მინაშენის ფრაგმენტებია შემორჩენილი.



წყარო

შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები