სოფელ აწრისხევის კოშკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სამხრეთის ფასადი

სოფელ აწრისხევის კოშკი - გვიანი შუა საუკუნეები - სოფლიდან სამხრეთით 3-4 კმ-ზე, ბენდერის მთაზე მდებარე სწორკუთხა კოშკის ზედა ნაწილი მონგრეულია. გადარჩა მისი 4 სართული. პირველი სართული ნანგრევებითაა ამოვსებული მეორე სართულის სამხრეთ კედელში 1 მ სიმაღლის სწორკუთხა შესასვლელია. აქვს ნაოთხალები და ღრმა საურდულე. სართულშუა კოჭოვანი გადახურვიდან შემორჩა კედლებში ჩატანებული კოჭების ბუდეები. სართულის აღმოსავლეთის და დასავლეთის კედლებში მცირე ზომის, ვიწრო სარკმლებია. აღმოსავლეთი სარკმლის გვერდით სწორკუთხა ნიშაა. მესამე სართულის ჩრდილოეთი კედლის ცენტრში ბუხარია, მისგან დასავლეთით მცირე ზომის სარკმელ-სათოფური და ნიშაა; ასეთი-33 ნიშაა აღმოსავლეთითაც. სამხრვე ნიშაა აღმოსავლეთითაც. სამხრეთ და აღმოსავლეთ კედლების ცენტრებშიც გაჭრილია სარკმლები.


წყარო

შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები