სოფელ ახალისის ლომისას წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლომისას ეკლესიის გეგმა

სოფელ ახალისის ლომისას წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია - გვიან შუა საუკუნეები - ეკლესია სოფლის სამხრეთ-დასავლეთით მთაზე, 3 კმ-ში მდებარეობს. ძეგლი ნაგებია სხვადასხვა ზომის ფიქალით სქელ დუღაბზე. დარბაზული ეკლესია გეგმით ტრაპეციას უახლოვდება, აღმოსავლეთით - კოლოფა აბსიდით, რომლის ცენტრში სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. ჩრდილოეთით ორი სწორკუთხა ნიშაა. ტრიუმფალური თაღის საყრდენი პილასტრების ქვედა ნახევარი მთლიანი, სქელი ფიქალია, ზედა ნაწილი შირიმის თლილი კვადრებითაა ამოყვანილი. გრძივი კედლები შემორჩენილია 3 მეტრის სიმაღლეზე. სამხრეთ შესასვლელის წირთხლები მორღვეულია. კოშკი, რომლისგანაც ორი სართულია შემორჩენილი. კოშკს დასავლეთიდან ორმაგი კედელი აქვს. მეორე სართულის დასავლეთის კედელში ვიწრო სარკმელია. ნაგებობა შიგნიდან ამოვსებულია - ნანგრევებით.



წყარო

შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები