სოფელ ბიყარის კოშკი
სოფელ ბიყარის კოშკი - განვითარებული შუა საუკუნეები - კოშკი დგას სოფლის ჩრდილო-დასავლეთით, მდ. მეჯუდას მარცხენა ნაპირას. ვახუშტის მიხედვით: „მერეს კევს ქუეით ერთვის მეჯედის ბიყრის ხევი აღმოსავლეთიდამ, გამოსდის უსანეთს, და ამ ბიყარს ზეით არს ისრულის კევი, ვითარცა სხუანი და ამ მხრის მთის ადგილნი, ირო, ტყიანი და მწირი“. კოშკი ნაგუბა რიყისა და ფლეთილი ქვით სქელ დუღაბზე. იგი ორფენოვანია. პირველ ნაგებობას ზურგიანი კოშკი წარმოადგენდა. შემდეგ XVIII საუკუნეში ზურგიანი კოშკის გამოყენებით აგებული იქნა ხუთსართულიანი კოშკი; სართულების გეგმა უსწოროა, ზურგის მხარე უფორმო მოხაზულობისაა. კარ-სარკმლები მხოლოდ სწორ კედელშია განლაგებული. პირველ და მეოთხე სართულზე კარებია, დანარჩენში კი სარკმლები მეორე სართულის სარკმლები თაღოვანია, დანარჩენი სარკმლები სწორკუთხაა. მცირე ზომის ციხეს ფორმა ტრაპეციული აქვს. შემორჩენილია აღმოსავლეთი და სამხრეთი კედლის ნაწილები. აღმოსავლეთ კედლის მიხედვით გალავნის სიმაღლე 5-6 მეტრს აღწევს. ცალმაგი სათოფურები მაღლდაა განლაგებული. მათ ქვეშ გასდევდა ხის საბრძოლო ბილიკი. სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში ცილინდრული, გარედან წრიული, შიგნით კი ოთხკუთხა კოშკის ნანგრევია, რომელსაც შესასვლელი ჩრდილოეთიდან აქვს. მეორე სართულის კედლებში სათოფურებია, აღმოსავლეთით ბუხარი. კოშკების სართულშუა გადახურვები მოშლილია. ცილინდრული კოშკი ძლიერ არის დაზიანებული. ტერიტორია სავსეა ჩამონაშალი ქვით.
წყარო
შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა