სოფელ დისევის ზურგიანი კოშკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სოფელ დისევის ზურგიანი კოშკი - ადრე შუა საუკუნეები - სოფლიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 3-4 კმ. მთაში მდებარე ზურგიანი კოშკი ნაგებია კარგად დამუშავებული ქვით, კირის ხსნარზე და შემორჩენილია ოთხი სართულის დონეზე. შესასვლელი მეორე სართულის სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილშია გაჭრილი; კარი ნაოთხალია. მას დატანილი აქვს საურდულე. ჩრდილოეთის კედელში ორი სათოფურია. დასავლეთ კედლის პირველ, მესამე და მეოთხე სართულზე თითო სწორკუთხა სარკმელია. შემორჩენილია სართულშუა გადახურვის კოჭის ბუდეები.
წყარო
შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა