სოფელ ედისას ეკლესია
სოფელ ედისას ეკლესია - ეკლესია ნაგებია სხვადასხვა სახისა და ზომის ქვით. გამოყენებულია ტუფი და შირიმი. გეგმით ჯვარ-გუმბათოვან ნაგებობას აღმოსავლეთით შვერილი,წახნაგოვანი აბსიდი აქვს. ეკლესიის შიდა გეგმა გარე მასებშია განმეორებული. რვაწახნაგა გუმბათის ყელი ჯვრის მკლავების გადამკვეთ კუთხეებს ეყრდნობოდა. ინტერიერი განათებულია ჯვრის ოთხივე მკლავში და გუმბათის ოთხ წახნაგში დატანებული სარკმლებით. ფასადები სადაა, კედლების მძიმე ფორმებს არავითარი დეკორატიული აქცენტები არ გააჩნა. ეკლესიას სამივე მკლავში დატანებული აქვს ფართო კარი. ჩრდილოეთით და სამხრეთით კარს ორივე მხრიდან კედლის ნახევარპილასტრი აუყვება. ძეგლი დაზიანებულია, ჩამოქცეულია გუმბათის გადახურვა კედლებზე და სახურავზე ამოსულია ხე-მცენარეები.
წყარო
შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა