სოფელ ერედვის ცხეთიჯვარის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხედი სამხრეთ-დასავლეთიდან

სოფელ ერედვის ცხეთიჯვარის ეკლესია - გვიანი შუა საუკუნეები - ეკლესია დგას უბან "ბერულას" დასავლეთით 2-3 კმ. მცირე ზომის დარბაზული ეკლესია ნაგებია მოწითალო ფერის ქვით. ინტერიერში აღმოსავლეთით ბრტყელი აბსიდაა, ცენტრში მცირე ზომის ვიწრო სარკმლით. სამხრეთ-აღმოსავლეთის და ჩრდილო-აღმოსავლეთის კუთხეებში ვიწრო ნიშებია. აბსიდის კედელს მიშენებული აქვს 1 მ სიმაღლისა და 45 სმ სიგანის კარნიზი, რომელიც შუაში ამაღლებულია და ტრაპეზის მოვალეობას ასრულებს. სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილში არქიტრავული კარებია. ჩრდილოეთ კედელზე, ცენტრში, ვიწრო პილასტრია და მისგან აღმოსავლეთით და დასავლეთით ორი თაღედი გადადის, კამარა ცილინდრულია. დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებს ერთსაფეხურიანი კარნიზი აქვს. კედლები ნაშენია მცირე ზომის ფლეთილი ქვით. ფასადების კუთხეები მოწითალო ფერის ქვის თლილი კვადრებითაა ამოყვანილი, ხოლო კედლის სიბრტყეები - ფლეთილი ქვით. ეკლესიას შემოუყვება მარტივი, სწორკუთხა პროფილის კარნიზი, რომელიც ასევე წითელი ტუფისაა. ეკლესია შიფერითაა გადახურული.


წყარო

შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები