სოფელ ზემო აჩაბეთის ხუციურის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეკლესიის გეგმა

სოფელ ზემო აჩაბეთის ხუციურის ეკლესია - გვიანი შაუა საუკუნეები - ეკლესია სოფლიდან დასავლეთით 1,5 კმ-ზე მდებარეობს. ძეგლი ნაგებია ფლეთილი ქვით დუღაბზე. ალაგ-ალაგ წყობა შევსებულია ფიქალით. დარბაზული ეკლესია გეგმით ტრაპეციას წარმოადგენს, აღმოსავლეთით კოლოფა აბსიდით, რომლის ცენტრში სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. მის ძირში ტრაპეზის ქვაა. აბსიდის ჩრდილოეთით ღრმა, ოთხკუთხა ნიშაა. კონქი ამოყვანილია აგურის რადიკალური რიგებით. სატრიუმფო თაღი აბსიდის მხრებს ეყრდნობა, რომელთაგან ჩრდილოეთის, სამხრეთისაზე უფრო ფართოა. ჩრდილოეთი და სამხრეთი კედლები შემორჩენილია დაახლოებით 4-5 მეტრის სიმაღლეზე, ზოგან უფრო ნაკლები. დასავლეთი კედლის სიმაღლე 6-7 მეტრს აღწევს. მასში სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. სამხრეთი შესასვლელი ნაოთხალია. ეკლესია ადგილობრივ მოსახლეობას შიფერით გადაუხურავს. კამარა ჩამოქცეულია. სამხრეთ-დასავლეთი, ჩრდილო-დასავლთი და ჩრდილო-აღმოსავლეთი კუთხეები გარღვეულია. იატაკი სავსეა ნაგვითა და ჩამონაშალი ქვით.


წყარო

შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები