სოფელ ზემო ოქონას კოშკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სოფელ ზემო ოქონას კოშკი - კოშკი ნაგებია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვით. გეგმით კვადრატული კოშკი შემორჩენილია ორი სართულის დონეზე. პირველი სართული ყრუა. მეორე სართულის ჩრდილოეთ კედელში ერთი სათოფურია გაჭრილი. დასავლეთ კედელში ბუხრის კვალი შეინიშნება. სართულშუა გადახურვა ჩამონგრეულია. შემორჩენილია კოჭის ბუდეები. კოშკის სამხრეთით მიშენებულია სათავსი, რომელიც პირადი სარგებლობისთვის აუგია ერთ-ერთ მაცხოვრებელს.
წყარო
შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა