სოფელ ზემო ტბეთის ყვავისაყდარას ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხედი სამხრეთიდან

სოფელ ზემო ტბეთის ყვავისაყდარას ეკლესია - განვითარებული შუა საუკუნეები - ეკლესია მდებარეობს სოფლის სამხრეთით 1,5 კმ. მისი აშენების შესახებ არსებობს ლეგენდა: „ეკლესია დგას უზარმაზარ მინდორზე, რომელიც ოდითგანვე საყანე იყო (ასეა ახლაც). ერთხელ, მკისას, მომკელებისათვის სადილი იხარშებოდა მინდორში. როდესაც დადგა სადილობის დრო და მუშები მოგროვდნენ ქვაბთან, მათ თავზე დაიწყო ტრიალი ყვავმა. იგი ჩხაოდა, დასტრიალებდა ქვაბს და ხალხს. მუშებმა მას ქვის სროლა და მოგერიება დაუწყეს. მაშინ ყვავი მიფრინდა ქვაბთან და ადუღებულ კერძში ჩავარდა. როდესაც წახდენილი საჭმელი გადაღვარეს, ყვავთან ერთად შიგ აღმოაჩინეს გველიც. გადარჩენილმა ხალხმა იმ ადგილას ააგო ეკლესია და სახელად უწოდეს "ყვავისადარა". ეკლესია დარბაზულია. იგი მთლიანადაა გაძარცული საპირე ქვებისაგან. შემორჩენილია მხოლოდ პერანგის რამდენიმე ქვა, საიდანაც ჩანს, რომ მოპირკეთებული ყოფილა კარგად დამუშავებული, დიდი ზომის, რუხი ფერის ქვის კვადრებით. გადახურვა და კონქი მთლიანად დაღუპულია. აღმოსავლეთით იკითხება ნახევარწრიული აბსიდა. მას გვერდებზე ჰქონდა მაღალი, დიდი ზომის ნიშები. შესასვლელების კონტურები იკითხება სამხრეთის და დასავლეთის კედლებში. ჩრდილოეთ კედლიდან შემორჩა დასავლეთის მცირე ფრაგმენტი. სამხრეთი კედლის მთელი ცენტრალური ნაწილი და დანარჩენი კედლების ზედა ნაწილები კი თითქმის მთლიანად მორღვეულია.


წყარო

შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები