სოფელ ივრეთის წმინდა გიორგის ეკლესიის ნანგრევი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეკლესიის გეგმა

სოფელ ივრეთის წმინდა გიორგის ეკლესიის ნანგრევი - განვითარებული შუა სუკუნეები - ეკლესია მდებარეობს სოფლის მიდამოებში. ძეგლი ნაგებია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვით სქელ დუღაბზე. მცირე ზომის დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდით, რომლის ცენტრში ვიწრო სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. სარკმლის ძირში ტრაპეზის ქვა დევს. აბსიდის ჩრდილოეთით და სამხრეთით ღრმა, არასწორი ფორმის ნიშებია მოთავსებული. კონქი - სფერულია. სატრიუმფო თაღი იმპოსტებს ეყრდნობა. გრძივი კედლები შემორჩენილია 2-3 მეტრის სიმაღლეზე, დასავლეთი კედელი კი უფრო დაბალია. სამხრეთით ერთი სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. სამხრეთის შესასვლელი თაღოვანია. ეკლესიის ფასადები სადაა. ინტერიერში ყრია ჩამონაშალი ქვები. ეკლესიის გარშემო შემორჩენილია გალავნის ფრაგმენტები.


წყარო

შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები