სოფელ პატარა ღრომის ღვთისმშობლის ეკლესია
სოფელ პატარა ღრომის ღვთისმშობლის ეკლესია - გვიანი შუა საუკუნეები - ეკლესია დგას ადგილ "ჯვარეთში" და ნაგებია რიყის ქვით სქელ დუღაბზე. ალაგ-ალაგ წყობა შევსებულია წვრილი ქვით. დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდით. აბსიდის ჩრდილოეთით და სამხრეთით ნიშებია მოთავსებული. საკურთხეველი დარბაზისაგან გამოყოფილია შვერილებით. გრძივ კედლებზე შემორჩენილია პილასტრების ქვედა ნაწილები. თაღოვანი შესასვლელი დასავლეთიდანაა. სამხრეთით, დასავლეთით და აღმოსავლეთით თითო სარკმელია გაჭრილი. დაზიანების გამო მათი ფორმები დადუგენელია. კამარა და კონქი ჩამოქცეულია. მთლიანად არის ჩამონგრეული ჩრდილოეთ კედლის შუა ნაწილი და დასავლეთი ფასადის ზედა ნაწილი. ეკლესია ძლიერ არის დაზიანებული.
წყარო
შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა