სოფელ სათიხარის ციხე
სოფელ სათიხარის კოშ - ციხე დგას მთაზე. ნაგებია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვით დუღაბზე. ალაგ-ალაგ წყობა შევსებულია წვრილი ქვებით. ციხე გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, კუთხეებში ცილინდრული კოშკებით. ჩრდილო-დასავლეთი და სამხრეთ-დასავლეთი კოშკები უკეთეს მდგომარეობაშია. დანარჩენი ორი კოშკი მიწის პირამდეა ჩამონგრეული. შემორჩენილი კოშკების პირველი სართული ყრუა, მეორე სართულზე გაჭრილია სათოფურები. სამხრეთ-დასავლეთი კოშკის მეორე სართული დანაწევრებულია ნიშებით, სამხრეთი კედლის ცენტრში ბუხარია. ჩრდილო-აღმოსავლეთი კოშკის კედლის ნაწილი ციხის ეზოში შემოდის. დანარჩენი კოშკები. ციხეს გარედან აქვს მიდგმული. ციხიდან შემორჩენილია დასავლეთი, სამხრეთი და ნაწილობრივ აღმოსავლეთი კედლები. სამხრეთ კედელში მოთავსებულია სამი სწორკუთხა ნიშა. ასეთივე ერთი ნიშაა დასავლეთ კედელში. ციხესთან მისასვლელი ჩრდილოეთიდანაა.
წყარო
შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა