სოფელ სინაგურის წმინდა გიორგის ეკლესია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სოფელ სინაგურის წმინდა გიორგის ეკლესია - გარდამავალი ხანა - სოფ.სინაგურში დგას დიდი ზომის დარბაზული ეკლესია თანადროული სამხრეთ-დასავლეთი მინაშენით. სწორკუთხა საკურთხევლიანი ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში კედლის პილასტრისა და თაღის ფრაგმენტებია შემორჩენილი. სამხრეთი მინაშენი აღმოსავლეთიდან დასრულებულია ნახევარწრიული აბსიდით. მინაშენი თითქმის დანგრეულია. კედლები შემორჩენილია 1,5-2,5 მ სიმაღლეზე, დასავლეთი მინაშენი კი ფრაგმენტულად. ეკლესიის სამხრეთ-აღმოსავლეთი კუთხე 8-10 მ. სიმაღლისაა. დიდი ზომის თლილი ქვით ნაგები ეკლესიაზე სოფლის მოსახლეობას ჩაუტარებია სარემონტო სამუშაოები, რამაც ძეგლს დაუკარგა თავდაპირველი სახე.
წყარო
შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა