სოფელ ქალეთის ღვთისმშობლის ეკლესია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სოფელ ქალეთის ღვთისმშობლის ეკლესია - გვიანი შუა საუკუნეები - სოფლის სასაფლაოზე შემორჩენილია დარბაზული ეკლესიის ნანგრევი, ნაგები სხვადასხვა ზომის უხეშად თლილი ქვიშაქვის კვადრებით. ალაგ-ალაგ წყობაში გამოყენებულია წვრილი ქვაც. გეგმით ნაგებობა სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აბსიდით. აბსიდის ჩრდილოეთით სწორკუთხა ნიშია. აბსიდის და კედლების სიმაღლე დაახლოებით 2-3 მეტრს აღწევს. ძლიერი დაზიანების გამო სარკმლები არ იკითხება. სამხრეთი შესასვლელის მხოლოდ მარცხენა წირთხლია შემორჩენილი. ინტერიერში და ძეგლის გარშემო ყრია დიდი ზომის ჩამონაშალი ქვები.
წყარო
შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა