სოფელ ქემერტის გერის ძმის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დასავლეთის ფასადი

სოფელ ქემერტის გერის ძმის ეკლესია - სოფლის სასაფლაოზე, მინდიაანთ უბანში მდებარე ეკლესია გეგმით კვადრატს უახლოვდება, აღმოსავლეთით – გაშლილი ნახევარწრიული ფორმის აბსიდში მაღალი თაღოვანი სარკმელია, ხოლო ჩრდილოეთით თაღოვანი ნიშაა. საკურთხევლის ცენტრში შემორჩენილია ტრაპეზის ქვედა ქვები. აბსიდი დარბაზისაგან გამოყოფილია შვერილებით. გრძივ კედლებს ყოფს წყვილი პილასტრი. ინტერიერი შებათქაშებულ-შეთეთრებული იყო. იქ, სადაც ბათქაში ჩამოცვენილია, ჩანს ქართული აგურის წყობა. დარბაზი ნათდებოდა აღმოსავლეთის, დასავლეთის და სამხრეთის სარკმლებით. თაღოვანი შესასვლელი სამხრეთიდანაა დატანებული. აღმოსავლეთ ფასადზე ჩაძირული ჯვარი პირდაპირ სარკმელს ებჯინება. დასავლეთი ფასადის ზედა ნაწილში აგურის წყობით შესრულებული გოლგოთის ჯვარია. ადგილობრივ მოსახლეობას ეკლესია ყავრით გადაუხურავს. სამშენებლო მასალად გამოყენებულია რიყის ქვა. კამარა და კონქი ჩამოქცეულია. ოთხივე კედელი გარღვეულია. სარკმლები და კარი დაზიანებულია. იატაკი აყრილია.





წყარო

შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები