სოფელ ყორნისის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

სოფელ ყორნისის ეკლესია - სოფლიდან ჩრდილოეთით 2 კმ-ზე მდებარე დარბაზული ეკლესია ("არმინდა") ნაგებია სხვადასხვა ზომის მოყვითალო, ფლეთილი ქვით. ეკლესია გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს. აღმოსავლეთით დასრულებულია სწორკუთხა საკურთხევლით, რომლის ცენტრში მაღალი, თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. სარკმელს ნაოთხალი აქვს. სფერულ კონქზე გადასვლა განხორციელებულია ტრომპების საშუალებით. აბსიდი დარბაზისაგან გამოყოფილია განიერი მხრებით. გრძივი კედლები შემორჩენილია 1-2 მეტრის სიმაღლეზე, აღმოსავლეთის და დასავლეთისა კი 3-4 მეტრზე. სარკმლების კვალი არ შეინიშნება. სამხრეთი შესასვლელი არქიტრავულია. ეკლესიის კამარა ჩამოქცეულია. აღმოსავლეთ ფასადზე შემოცლილია საპირე ქვები.






წყარო

შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები