სოფელ ჭარების ღვთისმშობლის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხედი სამხრეთ-დასავლეთიდან

სოფელ ჭარების ღვთისმშობლის ეკლესია - X-XI სს. გადაკეთებულია XIV ს-ში დარბაზული ეკლესია ნაგებია რიყისა და ფლეთილი ქვით დუღაბზე. ალაგ-ალაგ წყობა შევსებულია წვრილი ქვით. დასავლეთ ფასადზე შემორჩენილია შელესილობის კვალი. ეკლესია გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით დასრულებული ნახევარწრიული აბსიდით, რომლის ცენტრში გაჭრილია სწორკუთხა სარკმელი. აბსიდის ჩრდილოეთით ერთი თაღოვანი, სამხრეთით კი ღრმა ნახევარწრიული ნიშაა, რომელშიც გაჭრილია ვიწრო სარკმელი და კიდევ ერთი მცირე ნიშა. აბსიდის კონქი სფერულია. სატრიუმფო თაღი აბსიდის სამსაფეხურიან მხრებს ეყრდნობა. საკურთხევლის წინ შემორჩენილია სოლეა და ხის კანკელის მცირე ნაწილი. გრძივი კედლები სამსაფეხურიანი პილასტრების საშუალებით ორ ნაწილად იყოფა. პილასტრების ცენტრალურ საფეხურს, ნახევარცილინდრული კამარის საბრჯენი თაღი ეყრდნობა. გვერდით საფეხურებს კი კედლის თაღები ებჯინება. ეკლესია ნათდება აღმოსავლეთის, დასავლეთის და სამხრეთის ორი თაღოვანი [[სარკმლით]. სარკმლის წირთხლებისათვის და კედლის თაღებისათვის ქართული აგურია გამოყენებული. დასავლეთი შესასვლელი შიგნით არქიტრავული, გარეთ - თაღოვანია. კედლები შელესილ-შეთეთრებულია. იატაკზე დასხმულია ბეტონი. ეკლესიის ფასადები სადაა. დასავლეთ კეხზე მცირე ზომის თაღოვანი სამრეკლოა. სამრეკლო ნაგებია ქართული აგურით. კარნიზი ეკლესიის მარტივპროფილიანია. კედლები მრავალ ადგილას დაბზარულია. სახურავი დაზიანებულია. ეკლესიის გარშემო მიწის დონე აწეულია.



წყარო

შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები