სოფრონიცკი ვლადიმერ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ვლადიმერ სოფრონიცკი –(25 აპრილი 1901, პეტერბურგი – 29 აგვისტო 1961, მოსკოვი], რუსი პიანისტი, პედაგოგი, რსფსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1942), ლ. ნიკოლაევის მოწაფე. 1919-იდან მართავდა კონცერტებს (1928-29 ვარშავასა და პარიზში). სოფრონიცკის საშემსრულებლო ხელოვნებამ რუსული პიანისტური სკოლის რომანტიკული მიმართულების საუკეთესო ტრადიციები შეითვისა. მის ფართო რეპერტუარში დიდი ადგილი ეკავა შოპენის, შუმანის, ლისტის, პროკოფიევის ნაწარმოებებს. სოფრონიცკი იყო სკრიაბინის ნაწარმოებთა უბადლო შემსრულებელი. მან სახელი დაიმკვიდრა როგორც შთაგონებულმა, პოეტური სულისკვეთებით გამორჩეულმა ხელოვანმა. 1936-იდან მოსკოვის კონსერვატორიის პროფესორი იყო.