სოციალური დიფერენციაციის მოდელები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოციალური დიფერენციაციის მოდელები - (social differsoflis entiation models), არსებობს შემოსავლების დიფერენციაციის ოპტიმალურიდა ზღვრული დონეები. აქედან გამომდინარე, გამოყოფენ ოთხ მოდელს: ზეპოლარულს,ზომიერად პოლარულს, პოლარულსა და ეგალიტარულს (არასაბაზროს).

ზეპოლარული მოდელისათვის დამახასიათებელია ეკონომიკის დაბალი დონე, დამქირავებელთა და დაქირავებულთა ინტერესების მკვეთრი დაპირისპირება, მოსახლეობის უმრავლესობის უკიდურესი სიღარიბე, ქონებრივი დიფერენციაციის მაღალი დონე. ასეთი საზოგადოებისათვის შემოსავლების დიფერენციაციის დონე უკიდურესად დეცილურ ჯგუფებს შორის შეადგენს არანაკლებ 20-30 : 1-თან. ამჟამად ეს მოდელი დამახასიათებელია მხოლოდ განვითარებადი ქვეყნებისათვის.

ზომიერად პოლარული მოდელი წარმოიშვა XX საუკუნის პირველ ნახეარში და უკავშირდება სოციალური რეგულირების ელემენტების შემოტანას საზოგადოების განვითარებაში. მისი მიზანია შემოსავლების გადანაწილებაში პოზიტიური ცვლილებების შეტანის საფუძველზე სოციალურ-ეკონომიკური ეფექტიანობის ამაღლება. ასეთი მოდელისათვის შემოსავლების დიფერენციაციის დეცილური კოეფიციენტი არის 10-15 : 1-თან. ზომიერად პოლარული მოდელი ამჟამად დამახასიათებელია ახალი ინდუსტრიული ქვეყნებისათვის.

ზომიერი მოდელისათვის ნიშანდობლივია საერთო კეთილდღეობის ზრდა და კონსოლიდირებული სოციალური დიფერენციაცია. ეს მოდელი ამჟამად არსებობს განვითარებულ ქვეყნებში, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან "სოციალური ეკონომიკის" სიმწიფის მიხედვით. ეკონომიკა მაღალი ცხოვრების დონითა და მნიშვნელოვანი სოციალური დანახარჯებით განსხვავდება საკუთრივ სოციალური საბაზრო ეკონომიკისაგან. პირველია ლიბერალური საზოგადოებები, რომლებმაც მიაღწიეს ეკონომიკური ზრდის უმაღლეს დონეს და ამიტომ შეუძლიათ გამოყონ სოლიდური სახსრები ღარიბების დასახმარებლად, ჯანდაცვის დაფინანსებისათვის, განათლებისა და სხვა სოციალური მიზნებისათვის. ასეთი საზოგადოების ყველაზე მკაფიო ილუსტრაციას წარმოადგენს აშშ (აგრეთვე კანადა). ამის საწინააღმდეგოდ დასავლეთევროპული ქვეყნები, რომლებიც აბსოლუტური მაჩვენებლებით ჩამორჩებიან აშშ-ს, ხასიათდებიან "სოციალური ეკონომიკის" სიმწიფის გაცილებით მაღალი დონით. მათი სოციალურ-ეკონომიკური და სამართლებრივი ინსტიტუტები მიმართულია სოციალური თანხმობის მიღწევისა და მოსახლეობის საშუალო ფენის გაძლიერებისაკენ.

სოციალური საბაზრო ეკონომიკის ცნება ყველაზე მეტალ ასოცირდება გერმანულ მოდელთან. მას საფუძვლად უდევს კონკურენციის განვითარება, როგორც პროგრესის, სამართლიანობისა და მშვიდობის საწინდარი.

სოციალური დიფერენციაციის მეოთხე მოდელი - არასაბაზრო, ეგალიტარული მოდელი არსებობდა ექსკომუნისტურ ქვეყნებში, ხოლო ამჟამად არსებობს კუბასა და კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში. ეს მოდელი აფერხებს ეკონომიკურ ზრდას, თუმცა, მისთვის დამახასიათებელია შემოსავლების დიფერენციაციის მეტად მიმზიდველი დონე - 4 : 1-თან.

საქართველოსთვის დღეს დამახასიათებელია ზეპოლარული მოდელი. ძალზე მაღალია შემოსავლების უთანაბრობის, სოციალური დიფერენციაციის ხარისხი. შემოსავლების დიფერენციაციის დეცილური კოეფიციენტი საქართველოში შეადგენს 16 : 1-თან, მაშინ როდესაც უკრაინაში იგი არის 6 : 1-თან, ესტონეთში - 10 : 1-თან, ხოლო რუსეთში - 11 : 1-თან.

წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები