სოხაძე ეკატერინე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეკატერინე სოხაძე

ეკატერინე სოხაძე – (16 მარტი 1907, ქუთაისი - 22 მაისი 1984, თბილისი), ქართველი მომღერალი (ლირიკული სოპრანო). საქართველოს სახალხო არტისტი (1945), სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1947). 1925-28 სიმღერას ეუფლებოდა ქუთაისის სამუსიკო სასწავლებელში. 1930 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (პროფ. ო. ბახუტაშვილ-შულგინას კლასი). ამავე წელს შედგა მისი დებიუტი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე. (მარგარიტა – გუნოს „ფაუსტში“). ამ დროიდან 1953-მდე ეკატერინე სოხაძე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი იყო. ორჯერ მიიწვიეს სოლისტად სსრკ დიდ თეატრში (1930_36). ეკატერინე სოხაძეს ჰქონდა ხავერდოვანი ტემბრის ხმა, დახვეწილი ვოკალური ტექნიკა, სცენური მომხიბლაობა. მისი შესრულებული პარტიებია: ეთერი, მარო (ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“), მარგარიტა (გუნოს „ფაუსტი“), მიქაელა (ბიზეს „კარმენი“), დეზდემონა (ვერდის „ოტელო“), ტატიანა (ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“), ნედა (ლეონკავალოს „ჯამბაზები“), ნესტანი (შ. მშველიძის „ამბავი ტარიელისა“), ყივჩაღი ქალიშვილი (ბოროდინის „თავადი იგორი“), ბატერფლაი (პუჩინის „ჩიო-ჩიო-სანი“), ნატალია (ძერჟინსკის „წყნარი დონი“) და სხვ.


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები