სპეციალური ავიაცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სპეციალური ავიაცია - სავიაციო ნაწილები და ქვედანაყოფები, რომელთა შეიარაღებაშია თვითმფრინავები (პილოტირებული და უპილოტო) და ვერტმფრენები.
განკუთვნილია შემდეგი სპეციალური ამოცანების შესასრულებლად:
- მართვის და კავშირგაბმულობის უზრუნველყოფა,
- საარტილერიო ცეცხლის კორექტირება,
- ყველა სახის საჰაერო დაზვერვა,
- რადიოელექტრონული შეფერხებების შექმნა,
- თვითმფრინავების ჰაერში კმაგამართვა,
- მფრინავთა ეკიპაჟების ძებნა და გადარჩენა,
- დაჭრილების და ავადმყოფების ევაკუაცია და სხვა.