სპორტული ორიენტირების რუკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სპორტული ორიენტირების რუკა − (orienteering map), სქემატური მსხვილმასშტაბიანი ზოგადგეოგრაფიული რუკა, რომელსაც იყენებენ, გარემოში კომპასით სწრაფ და ზუსტ ორიენტირებაში შეჯიბრების ჩასატარებლად. რუკაზე მკვეთრი ფერებით აღნიშნულია ის პუნქტები, რომლებზეც უნდა გაიარონ შეჯიბრების მონაწილეებმა.
რუკების მასშტაბებია: 1:5000 (1 სმ-50 მ), 1:10000 (1სმ-100 მ), 1:15000 (1 სმ-150 მ). რუკას ახლავს პირობითი აღნიშვნები, რომლებიც შემუშავებულია სპორტული ორიენტირების საერთაშორისო ფედერაციის (IOF) მიერ. 1988-1989 წლებში შვეიცარიელმა პროგრამისტმა კარლ ჰანს შტეინეგერმა შექმნა კარტოგრაფიული პროგრამა OCAD, რომელსაც იყენებენ სპორტული ორიენტირების რუკების შესადგენად.