სროლის სიმარჯვე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სროლის სიმარჯვე - ჭურვის (ნაღმის, ტყვიის) ვარდნის საშუალო ტრაექტორიის შეთავსება მიზანთან (მიზანზე დანიშნულ წერტილთან); სროლის სიზუსტის ერთ-ერთი მახასიათებელი. დამოკიდებულია მსროლელის ოსტატობაზე, აგრეთვე იარაღის, საბრძოლო მასალების, სროლის და თვალთვალის ხელსაწყოების სრულყოფასა და ტექნიკურ მდგომარეობაზე.