სტაკატო – (იტალ. Staccato, staccare – მოწყვეტა, გამოცალკევება), ბგერათა მოკლედ, წყვეტილად შესრულება, მათი მკვეთრად გამოყოფა ერთიმეორისაგან. ლეგატოს საწინააღმდეგო შტრიხი. აღინიშნება სიტყვით staccato, ან წერტილებით ნოტების ზემოთ ან ქვემოთ.
წყარო
ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი