სტამბოლიისკი ალექსანდრ
ალექსანდრ სტოიმენოვ სტამბოლიისკი – (ბულგ. Александър Стоименов Стамболийски, დ.1 მარტი 1879, – გ. 14 ივნისი 1923), ბულგარეთის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე. ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი 1919-1923 წლებში. გლეხთა პარტიის – ბულგარეთის მიწათმოქმედთა სახალხო კავშირის (ამსკ) – ლიდერი.
1902 დააარსა გაზეთი „Земеделско знаме“ – პარტიის ორგანო, 1904-დან – მისი პასუხისმგებელი რედაქტორი, ბმსკ-ის მმართველობის წევრი. 1915 დააპატიმრეს და მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა, რადგან გამოდიოდა მეფე ფერდინანდის პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელმაც ბულგარეთი პირველ მსოფლიო ომში ჩააბა. 1918 გაათავისუფლეს საპყრობილიდან, მონაწილეობა მიიღო ვლადაიის აჯანყებაში, 1919 წლის ოქტომბერში სათავეში ჩაუდგა კოალიციურ, ხოლო 1920 წლის მაისიდან 1923 წლის ივნისამდე ერთპარტიულ მთავრობას. ბულგარეთის მხრიდან ხელი მოაწერა ნეის საზავო ხელშეკრულებას 1919. 1923 ფაშისტური გადატრიალების შედეგად მისი მთავრობა დაამხეს. დაიღუპა ახალი მთავრობის ძალებთან შეტაკების დროს.