სტახიევი ალექსანდრე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ალექსანდრე სტახიევი – (1724-91). რუსი დიპლომატი.
1745-48 მუშაობდა თურქეთში რუსულ მისიაში, 1748-75 – შვედეთში, თავდაპირველად როგორც დიპლომატიური აგენტი. შემდეგ როგორც მისიის მრჩეველი, 1764-დან კი როგორც რეზიდენტი. 1775-81 – რუსეთის დესპანი თურქეთში, იბრძოდა პორტას მიერ 1774 ქუჩუქ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულების პირობების შესრულებისათვის. 1779 თურქეთთან ხელი მოაწერა აინალი-კავაკის კონვენციას, რომლითაც დასტურდებოდა ყირიმის დამოუკიდებლობა თურქეთისაგან. კონსტანტინოპოლიდან დაბრუნების შემდეგ დიპლომატიურ საქმიანობას ჩამოსცილდა.