სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარები - რუსეთის შეიარაღებული ძალების სახეობა და მისი სტრატეგიულ-ბირთვული ძალების მთავარი კომპონენტი. განკუთვნილია მოსალოდნელი აგრესიის შეკავებისა და განადგურებისათვის სტრატეგიული ბირთვული ძალების შემადგენლობაში ან დამოუკიდებლად.

მისი ამოცანაა:

  • დროული გაფრთხილება სარაკეტო-კოსმოსური თავდასხმის შესახებ;
  • კოსმოსური სივრცის უწყვეტი კონტროლი, მოწინააღმდეგის კოსმოსური ობიექტებისა და ბალისტიკური რაკეტების დაზიანება;
  • უცხოეთის სადაზვერვო და სხვა კოსმოსური აპარატების ფრენის შესახებ ინფორმაციის შეტყობინება;
  • შეიარაღებული ძალების დაჯუფებების ოპერატიული და საბრძოლო მოქმედებების უზრუნველყოფა, სტრატეგიულ-კოსმოსურ ზონაში წინასწარ გაშლილი კოსმოსური კომპლექსების და სისტემების გამოყენების გზით.


სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარებს აქვთ დიდი დამაზიანებელი ძალა, მაღალი საბრძოლო მზადყოფნისა და საბრძოლო ამოცანების უმოკლეს ვადებში შესრულების უნარი, პრაქტიკულად ნებისმიერ დისტანციაზე ზუსტი დარტყმების მიყენების პოტენციალი, მოქმედების უნარი ნებისმიერი ამინდის პირობებში, მაღალი სიცოცხლისუნარიანობა.


სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარებზე მოდის ბირთვული მუხტების მატარებელთა დაახლოებით ორი მესამედი და სტრატეგიული ბირთვული ძალების ბირთვული მუხტების კრებსითი სიმძლავრის სამი მეოთხედი. მოიცავს სამხედრო მართვის ორგანოებს, სარაკეტო გაერთიანებებს (შედგება სარაკეტო დივიზიებისა და პოლკებისაგან), სარაკეტო-კოსმოსური თავდაცვის გაერთიანებებს და შენაერთებს, კოსმოსური აპარატების გაშვების და მართვის დაწესებულებებს, საწარმოებს, სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებსა და სამხედრო სასწავლებლებს. მათ შეიარაღებაშია საბრძოლო სარაკეტო კომპლექსები სტაციონარული და მოძრავი გამშვები დანადგარებით, ბალისტიკური რაკეტების სტარტის კოსმოსური აღმოჩენის საშუალებები, ფრენისას რაკეტების ჰორიზონტსზედა აღმოჩენის რადიოლოკაციური საშუალებები, კოსმოსური სივრცის კონტროლის, რაკეტების დაზიანების, კოსმოსური აპარატების მომზადების, გაშვების და მართვის საშუალებები.

სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების ჩამოყალიბება დაკავშირებულია სარაკეტო იარაღის განვითარებასთან.

წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები