სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტი - გაერთიანებული არასამთავრობო საინფორმაციო და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, რომელიც სწავლობს საერთაშორისო უსაფრთხოებისა და შეიარაღების კონტროლის, მსოფლიოს ქვეყნების სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის, სამხედრო დოქტრინების და შეიარაღებული ძალების მდგომარეობის პრობლემებს.
შედგება მთელი რიგი სახელმწიფოების, ძირითადად, დასავლეთ ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის ინდივიდუალური და კორპორაციული წევრებისგან (მოქალაქეები და ორგანიზაციები).
შეიქმნა 1958 წელს, მდებარეობს ლონდონში. თანამშრომლობს მრავალ სამთავრობო, საერთაშორისო და კერძო ორგანიზაციასთან. სათავეში უდგას პრეზიდენტი, რომელსაც ჰყავს მოადგილე. კონტროლს უწევს საბჭო, რომელშიც შედის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი 36 ექსპერტი.