სტრაჰოვის მონასტრის ბიბლიოთეკაში დაცული ქართული ხელნაწერი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სტრაჰოვის მონასტრის ბიბლიოთეკაში დაცული ქართული ხელნაწერი – ჩეხეთში, სტრაჰოვის მონასტრის ბიბლიოთეკაში დაცულია ქართული ხელნაწერი:
იაკობის ჟამისწირვის ფრაგმენტი. 985 წ. 6 ფ.; ეტრატი, 25×15 სმ.; მთავრული, შავი მელნი, ლოცვათა დასაწყისები, საზედაო ასოები სინგურით. თავ-ბოლონაკლული ფურცლები არაა პაგინირებული. ყდისგან მხოლოდ ხის დაფაა შემორჩენილი. ხელნაწერი წარმოადგენს გრაცის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცული იაკობის ჟამისწირვის Graz Geo. 2058/4 პირველ რვეულს. გამოფენილი იყო პრაჰის ეროვნული მწერლობის ძეგლთა მუზეუმის ბიბლიოთეკაში; შემდგომ დაუბრუბდა სტრაჰოვის მონასტრის ბიბლიოთეკას. ხელნაწერის ფრაგმენტი გამოქვეყნებულია (Jedlička 1961).