სტროგანოვი პავლე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პავლე სტროგანოვი

პავლე სტროგანოვი − (რუს. Па́вел Алекса́ндрович Стро́ганов, 7 (18) ივნისი 1772 — 10 (22) ივნისი 1817), გრაფი, რუსი სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, გენერალ-ლეიტენანტი (1814).

საფრანგეთის დიდი რევოლუციის დროს ესწრებოდა იაკობინელთა კლუბის სხდომებს, რისთვისაც ეკატერინე II-მ იგი რუსეთში ჩამოიყვანა და თავის ერი-ერთ სოფელში გადაასახლა. 1796 ნება დართეს, რომ პეტერბურგში დაბრუნებულიყო. აქ იგი დაუახლოვდა ტახტის მემკვიდრეს, მომავალ იმპერატორს ალექსანდრე I-ს, რომლის დროსაც გახდა სენატორი (1802). 1802-07 იყო რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე. მას შემდეგ, რაც ალექსანდრე I-მა უარი განაცხადა ლიბერალურ კურსზე, სტროგანოვმა თავი დაანება პოლიტიკურ მოღვაწეობას და 1807-დან შეუდგა სამხედრო საქმიანობას. მონაწილეობდა ომებში საფრანგეთთან (1807), შვედეთთან (1808-09) და ოსმალეთთან (1809-10), აგრეთვე 1812 სამამულო ომში. 1814-დან გადადგა.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები