სტრონგილატოზები ცხენის
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სტრონგილატოზები ცხენის – (strongylatoses equorum; ნემატოდების ქვერაზმის დასახელება Strongylata + ბერძნ. oses დაავადებები და ლათ. equus ცხენი) – ცხენის ჰელმინთოზები. აღმძვრელები მიეკუთვნება Strongylidae-სა და Trichonematidae-ს ოჯახებს. გავრცელებულია ყველგან. არჩევენ ცხენის სტრონგილიდოზებს (დელაფონდიოზი, სტრონგილოზი, ალფორტიოზი) და ტრიქონემატიდოზებს (ტრიქონემატოზი)