სტრონგილოიდესი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Strongyloides stercoralis

სტრონგილოიდესი – (Strongyloides; ბერძნ. Srongylos ცილინდრული + eidos მსგავსი, გარეგნობა) – ნემატოდების გვარი; მიეკუთვნება Rhabditata-ს ქვერაზმს. სახეობები:

- Strongyloides ransomi (ამერიკელი პარაზიტოლოგის ბ. რანსომის პატივსაცემად) – პარაზიტობს ღორის ორგანიზმში;

- Strongyloides papillosus (ლათ. papillus დვრილებით აღჭურვილი) – პარაზიტობს მცოხნელი ცხოველებისა და ბოცვერის ორგანიზმში;

- Strongyloides westeri (ინგლისელი მეცნიერის ვესტერის პატივსაცემად) – პარაზიტობს ცხენის ორგანიზმში;

- Strongyloides stercoralis (ლათ. sercus ნაკელი) – პარაზიტობს ძაღლის, კატის, პრიმატებისა და ადამიანის ორგანიზმში;

- Strongyloides fulleborni (გერმანელი პარაზიტოლოგის ფ. ფიულებორნის პატივსაცემად) – სახეობა, პარაზიტობს პრიმატებისა და ადამიანის ორგანიზმში.

დასახელებული სახეობები სტრონგილოიდოზის აღმძვრელებია. ისინი პარაზიტობენ წვრილი ნაწლავების ლორწოვან გარსში. დაინვაზიება ხდება პერორალური, პერკუტანული, ინტრაუტერინული (ცურის დვრილის არხის გავლით) და გალაქტოგენური (საშვილოსნოსშიდა) გზებით. დამახასიათებელია განვითარების პირდაპირი და არაპირდაპირი ტიპები. არაპირდაპირი განვითარების შემთხვევაში თავისუფლად მცხოვრები თაობები ვითარდება.

წყარო

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები