სულაბერიძე ნოე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნოე სულაბერიძე

ნოე სულაბერიძე – ქართველი პროდუსერი და ტელეწამყვანი.

დაიბადა 1980 წლის 4 იანვარს, ქ. თბილისში კომპოზიტორ ლილი (ელისაბედ) შავერზაშვილის (საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი) და პროკურორ ალექსანდრე (საშა) სულაბერიძის ოჯახში. დაამთავრა ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტი.

ნოე სულაბერიძის კარიერა 2005 წელს, მარკეტინგულ–სარეკლამო სააგენტო „სარკეში“, სარეკლამო ვიდეორგოლების წარმოების დირექტორის პოზიციით დაიწყო.

მისი პროდუსირებით, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში იქმნება, როგორც საერთაშორისო, ასევე საავტორო პროექტები:

„სიმართლის დრო“ – პირველი სატელევიზიო პროექტი, ნოე სულაბერიძის რეჟისორობით 2009 წელს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გავიდა.

ბრიტანული შოუს „Dancing with the Stars” ანალოგი „ცეკვავენ ვარსკვლავები“ 2021 წელს უკვე მეათე სეზონით წარდგა მაყურებლის წინაშე, ხოლო პირველი სეზონი 2012 წელს გაიმართა.

2017 წლის აპრილიდან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ოთხშაბათობით გადის PrimeShow, რომლის უცვლელი წამყვანები არიან: ნოე სულაბერიძე (პროექტის პროდუსერი), ანრი ჯოხაძე, ნინი ბადურაშვილი, სალომე ღვინიაშვილი, ირაკლი მაქაცარია და ნინო ნადირაძე–კუზანოვა.

2021 წელს ეთერში გავიდა მისი ახალი საავტორო გადაცემა „ნოესთან“, სადაც ის ყოველკვირეულად პირისპირ ესაუბრება პოლიტიკოსებს, ხელოვანებს, საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, 2005 წელს ნოე სულაბერიძემ საპროდუსერო–სახელოსნო დაარსა, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო შეესწავლა: სატელევიზიო წარმოება, მარკეტინგი, კომუნიკაცია და გაყიდვები, ციფრული მედიის ფუნქციონირების თანამედროვე მეთოდები.

ნოეს ყავს სამი შვილი: ალექსანდრე (18 წლის), ელისაბედი (13 წლის). 2020 წლის 28 იანვარს ნოე სულაბერიძეს და ჯანეტ ქერდიყოშვილს შეეძინათ საერთო შვილი – ანნა სულაბერიძე.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები