სუპერსტრატი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სუპერსტრატი – (< ლათ. superstratum, ინტერფერენციის პირობებში მყოფი ენებიდან ის ენა, რომელიც განიცდის მოცემულ ტერიტორიაზე ადრე გავრცელებული, ან რაიმე თვალსაზრისით ნაკლებპრესტიჟული ენის გავლენას. სუპერსტრატული გავლენები ძირითადად ლექსიკური ნასესხობებით ვლინდება, მაგ., სკანდინავიურ ენათაგან შესული ლექსიკა ინგლისურში. მაგრამ გამორიცხული არ არის გავლენების კვალი გრამატიკაშიც აღმოჩნდეს. მაგ., იმავე სკანდინავიურ ენათა გავლენას ხედავენ ინგლისელები ბრუნების სისტემის მოშლაში.

ი. ქობალავა


იხილე აგრეთვე

სუბსტრატი

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები