სფორცა კარლო
კარლო სფორცა − (იტალ. Carlo Sforza; 24 იანვარი 1872 – 4 სექყემბერი 1952), გრაფი, იტალიის სახელმწიფო და პოლიტიკური მოვაწე, დიპლომატი.
დიპლომატიურ სამსახურში იმყოფებოდა 1896-დან.
1896-1909 მუშაობდა იტალიის დიპლომატიურ წარმომადგენლობებში ეგვიპტეში, საფრანგეთში, თურქეთში, ჩინეთში, რუმინეთში, ესპანეთში, დიდ ბრიტანეთში;
1996 – ალხესირასის კონფერენციის გენერალური მდივანი.
1910-11 – იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის კაბინეტის უფროსი;
1911-15 – იტალიის დესპანი ჩინეთში;
1915-18 – იტალიის დესპანი სერბეთში, პირველი მსოფლიო ომის დროს ხელმძღვანელობდა მოკავშირეთა საკონტროლო კომისიას კუნძულ კორფუზე და ალბანეთში.
1918 – მუდროსის დაშავების შემდეგ – იტალიის უმაღლესი კომისარი თურქეთში;
1919-20 – იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;
1920-21 – მინისტრი. აქტიურად მონაწილეობდა რაპალოს (იტალია-იუგოსლავიის) 1920 ხელშეკრულების დადებაში.
1919-20 – სენატორი;
1922 – იტალიის ელჩი საფრანგეთში. ხელისუფლების სათავეში ფაშისტების მოსვლის შემდეგ (1922 წლის ნოემბერი) გავიდა თადარიგში. დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერი.
1926-დან წავიდა ემიგრაციაში.
ფაშისტური რეჟიმის დამხობის შემდეგ, 1944 – უპორტფელო მინისტრი.
1945-46 – საკონსულტაციო ასამბლეის თავმჯდომარე;
1947-51– იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი.
1951-დან თადარიგში გავიდა. აქტიურად მონაწილეობდა ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაცია ნატოს შექმნაში.