სწრაფად ცირკულირებადი აშლილობები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სწრაფად ცირკულირებადი აშლილობები - ზოგიერთი ბიპოლარული აშლილობა რეგულარულად მეორდება ეპიზოდებს შორის რამდენიმე დღიანი ან კვირიანი ინტერვალით. მე-19 საუკუნეში განმეორებადი აშლილობები ფრანგმა ფსიქიატრმა ფალრემ (1854) აღწერა, როგორც ცირკულარული შეშლილობა. დღევანდელ დღეს ბიპოლარული აშლილობის მქონე პაციენტებში გუნებ-განწყობის ხშირ რეკურენტობას, ჩვეულებრივ, სწრაფად ცირკულირებად აშლილობებს უწოდებენ. რეკურენტული ეპიზოდები შესაძლოა იყოს დეპრესიული, მანიაკალური ან შერეული. სწრაფად ცირკულირებადი აშლილობების თავისებურებებია: ხშირი რეკურენტობა (მინიმუმ, ოთხი მკაფიოდ გამოხატული ეპიზოდი წლის მანძილზე), ეპიზოდებს შორის ხანმოკლე რემისია ან ერთი ეპიზოდიდან საპირისპიროზე გადასვლა. სწრაფად ცირკულირებადი აშლილობების მართვისა და პრევენციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდეგი კლინიკური მახასიათებლები:

სწრაფად ცირკულირებადი აშლილობების კლინიკური მახასიათებლებისა და მკურნალობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხ. მაკინი და იანგი (Mackin and Young, 2004).



წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები