ტაკელოტ I

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტაკელოტ I-ის სარკოფაგი

ტაკელოტ I – ეგვიპტის XXII დინასტიის ფარაონი (დაახლ. ჩვ.წ.მდე 909-? წწ.), იყო ოსორკონ I-ის ვაჟიშვილი მეორე რიგის ცოლისაგან. გამეფდა ტახტის მემკვიდრის, შეშონკ II-ის უდროო გარდაცვალების შემდეგ. დღეისათვის მისი მეფობა ყველაზე ბუნდოვანია ლიბიურ მეფეებს შორის. მისი სახელიც კი დადასტურებულია სტელით, რომლის ტექსტიც რამდენიმე თაობით გვიან არის შედგენილი. საკმაოდ ხანგრძლივი მეფობის მიუხედავად, მისგან არავითარი ძეგლი არ არის შემორჩენილი. მისი მეფობა აღსანიშნავია იმიტომ, რომ ამ დროს იწყება იმ თავისებური წონასწორობის რღვევა, რომელიც XXI დინასტიიდან დამყარდა თებეს და სამეფო ტახტს შორის. ტაკელოტის სახელი მოხსენიებულიც კი არ არის თანადროულ თებეს არქივებში, თუმცა ამონის მთავარი ქურუმის მოვალეობას მისი ვაჟიშვილი იუველოტი ასრულებდა; ამიტომ იქმნება შთაბეჭდილება, რომ იუველოტის სამხედრო მარშს ჩრდილოეთისაკენ ტახტის დასაპყრობად აკავებდა მხოლოდ ძლიერი გარნიზონი, რომელიც ჯერ კიდევ ოსორკონ I-მა დააბანაკა ჰერაკლეოპოლისის მიდამოებში. ვითარება იმდენად აირია, რომ ტაკელოტის შემდეგ ერთდროულად მეფობდა ორი ბიძაშვილი, ოსორკონ II და ხორსიესე.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები