ტაკნა-არიკის კონფლიქტი 1883-1929

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტაკნა-არიკის კონფლიქტი 1883-1929 − სადავო პრობლემა პერუსა და ჩილეს შორის პერუს პროვინციების – ტაკნასა და არიკის გამო, რომლებიც 1879-84 ე.წ. წყნარი ოკეანის ომის შემდეგ 10 წლის ვადით გადაეცა ჩილეს, ანკონიის 1883 საზავო ხელშეკრულების შედეგად. ამ ვადის გასვლის შემდეგ აღნიშნულ პროვინციებში უნდა ჩატარებულიყო პლებისციტი, მათი შემდგომი ბედის გადასაწყვეტად, ჩილე კი აჭიანურებდა ამ პროცესს.

XX საუკუნის დასაწყისში კონფლიქტი კვლავ გამწვავდა, რასაც ორჯერ (1901 და 1910) მოჰყვა ამ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა. 1928 დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შემდეგ, ჩილემ და პერუმ 3.VI.1929 ლიმაში ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის ძალითაც ტაკნა გადაეცა პერუს. ხოლო არიკა დარჩა ჩილეს შემადგენლობაში. სარატიფიკაციო სიგელების გაცვლის დროს, რომელიც 26.VII.1929 მოეწყო სანტიაგოში, ჩილემ იკისრა პერუსათვის 6 მლნ დოლარის გადახდა.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები