ტალთიბიოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტალთიბიოსი(ბერძნ.) ტროას ომის მონაწილე, რომელიც უმაღლესი მთავარსარდლის, აგამემნონის მაცნე იყო და მის ბრძანებებს აღასრულებდა. სპარტელებს მის სახელზე საკურთხეველიც კი აუგიათ და თაყვანს სცემდნენ, ვითარცა მაცნეთა მფარველს, რომელთაც მის ჩამომავლებად აღიარებდნენ და რომლებიც ელჩების მოვალეობას ასრულებდნენ სახელმწიფოში.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები