ტანზი-ოლივერას ეფექტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტანზი-ოლივერას ეფექტი (Tanzi-Olivera’s effect), უკავშირდება გადასახადების აკრეფის დაგვიანებას, რასაც ყურადღება მიაქციეს ეკონომისტებმა – ვიტო ტანზიმ და ჯულიო ოლივერამ. ვინაიდან საგადასახადო შემოსავლები განვლილი პერიოდის შემოსავლებიდან ამოიღება, ინფლაციის კვალობაზე მათი რეალური გაუფასურება ხდება. მაგ., თუ ფასების დონე წელს ათჯერ მაღალია, ვიდრე წინა წლის ფასების დონე იყო, ხოლო გადასახადები წინა წელს მიღებულ შემოსავლებზეა გადახდილი, მაშინ ფაქტობრივი საგადასახადო განაკვეთი ოფიციალური საგადასახადო განაკვეთის მხოლოდ ერთი მეათედია. საბოლოო ანგარიშით, მაღალი ინფლაცია, როგორც წესი, მთავრობის რეალურ შემოსავალს ამცირებს, რაც დეფიციტის პრობლემას ამძიმებს. ზოგჯერ პრობლემას სხვა ეფექტებიც წარმოქმნის. სახელდობრ, ხშირად მთავრობები სახელმწიფო კონტროლის ქვეშ არსებული ფირმებისათვის ფასების გაზრდის აკრძალვით ცდილობენ ინფლაციის შენელებას, მიუხედავად იმისა, რომ მათი დანახარჯი ინფლაციასთან ერთად იზრდება.

ფირმებს უჩნდება დეფიციტი რომელიც სამთავრობო სუბსიდებით უნდა დაფინანსდეს. ეს კი ბიუჯეტის დეფიციტს და, შესაბამისად, ფულზე მოთხოვნას კიდევ უფრო ზრდის.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები