ტარას შევჩენკოს ქუჩა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ტარას შევჩენკოს ქუჩა – ქუჩა თბილისში, ძველი თბილისის რაიონი (მთაწმინდა); ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩიდან ბესიკის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის 30-იან წლებში. ადრე ერქვა კლასიკური ქუჩა (სახელი ეწოდა თბილისის კლასიკური გიმნაზიის გამო), 1923 წელს დაერქვა ს. მგალობლიშვილის. 40-იან წლებში – ტარას შევჩენკოს სახელი.