ტარტაროზი (ზღაპროს პერსონაჟი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ტარტაროზი – ჯადოსნური ზღაპრის პერსონაჟი, ბოროტის საწყისი, ეშმაკთა ან ქაჯთა მეთაური, საშინელი გარეგნობისა და უკეთური ბუნების არსება. მთელი ტანი შავი ბალნით აქვს დაფარული, ორი კბილი ეშვებივით ჰკიდია. რომანულ ურთიერთობას ამყარებს ქალებთან, ბოროტი სულები წელიწადში ერთხელ იკრიბებიან ბრუტსაბმელაზე ჯაჭვით დაბმული ტარტაროზის წინაშე და აუწყებენ მათ მიერ წლის მანძილზე ჩადენილ დანაშაულებებს.